კახეთი (შიდა და გარე კახეთი)
კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში.ცნობილი ღვინოება: წინანდალი, ნაფარეული, თელიანი, ახაშენი, მუკუზანი,ქინძმარაული, გურჟაანი, კარდენახული, ტიბაანი, მანავის მწვანე, ხაშმის საფერავი დასხვა.
კახეთის მევენახეობის ძირითადი მიმართულებაა მაღალხარისხოვანი და ხარისხოვანისუფრის თეთრი და წითელი, მშრალი, ბუნებრივად ტკბილი და სადესერტო ღვინოებისწარმოება.
ევროპული ტიპის სუფრის თეთრი, მაღალხარისხოვანი, საუკეთესო საგემოვნოთვისებების მქონე ღვინოები მზადდება წინანდლის, ნაფერეულის, გურჟაანის, მანავისდა სხვა მიკროზონებში, ადგილობრივი უნიკალური თეთრყურძნიანი ვაზის:რქაწითელის, მწვანე კახურის, ხიხვის, ქისის და სხვა ჟიშების ყურძნისაგან.
სუფრის წითელი მშრალი, მაღალხარისხოვანი, სასიამოვნო ჟიშური არომატის მქონეღვინოები მზადდება ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი ვაზის ჟიშისსაფერავისაგან, ქინძმარაულის, თელიანის, ახაშენის, მუკუზნის, ხაშმის და კახეთის სხვამიკროზონებში.
კახეთში მზადდება წარმოშობის აგდილის დასახელების, ბუნებრივად ტკბილი წითელიღვინოები, მხოლოდ ახაშენის, ქინძმარაულის და მუკუზნის მიკროზონებში. აქაურიმიკროკლიმატი, ნიადაგები და ქართული ვაზის ჯიშის – საფერავის მაღალი შაქრის დამჟავების დაგროვების უნარი განაპირობებს ამ ღვინოებისათვის დამახასიათებელჰარმონიულ, რბილ, ხავერდოვან, ხალისიან ტონებს და მაღალ საგემოვნო სპეციფიკურთვისებებს.
კახეთმა საუკუნეთა მანძილზე შექმნა და ჩამოაყალიბა სუფრის ღვინის მშობლიურიტიპი, რომელიც საკმაოდ განსხვავდება ღვინოების არსებული ტიპებისაგან. იგიერთადერთი მშრალი ორიგინალური ღვინოა მსოფლიოში. ამ წესით მიღებული ღვინოგამოირჩევა მაღალი ექსტრაქტულობით, ფენოლური ნაერთების და ტანინის მაღალიშემცველობით, სასიამოვნო ბუკეტით, ჯიშური არომატითა და გემოთი; და რაცმთავარია კახური ტიპის ღვინო მდიდარია ადამიანის ჯანმრთელობისათვისსასარგებლო ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით.
ქართლი (ქვემო, შუა და ზემო ქართლი)
ქართლი _ უძველესი ქართული კულტურის აკვანი. იგი ცნობილია კლასიკურიევროპული ტიპის ხარისხოვანი სუფრისა და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოებით.ქართლი იყოფა სამ ზონად: ქვემო, შუა და ზემო ქართლი ანუ მესხეთი.
ქვემო ქართლი წარმოადგენს საუკეთესო ზონას სასუფრე ყურძნის და ქიშმიშებისწარმოებისათვის.
შუა ქართლი ქართლის სხვა ქვეზონებს შორის მევენახეობა-მეღვინეობისთვალსაზრისით საინტერესოა. იგი განეკუთვნება ხარისხოვანი კლასიკური ევროპულიტიპის სუფრისა და მაღალხარისხოვანი ცქრიალა ღვინოების წარმოების ზონას. აქ,ატენის ხეობაში უძველესი დროიდან ამზადებდნენ ტრადიციულ ტექნოლოგიითწარმოშობის ადგილის დასახელების ცქრიალა ღვინოს `ატენური~-ს სახელწოდებით,ადგილობრივი ვაზის გორული მწვანის და ჩინურის ყურძნისაგან. აღნიშნულ ქვეზონაშიაწარმოებენ მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ და ვარდისფერ ღვინოებს როგორცგორული მწვანის და ჩინურის, ასევე ბუდეშურის, თავკვერის და სხვა ადგილობრივიჟიშების ყურძნისაგან.
ამ ქვეზონიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქსნის ხეობა (მუხრანის ველი), სადაცფრანგული ვაზის ჟიში ალიგოტე დიდი მასივების სახით არის წარმოდგენილი დაიძლევა ევროპული ტიპის სუფრისა და ცქრიალა ღვინოების წარმოებისათვის საჭირომაღალხარისხოვან ღვინომასალას.
ზემო ქართლის _ მესხეთის ტერიტორიაზე ამჟამად მევენახეობა-მეღვინეობას არ აქვსსამრეწველო ხასიათი. წარსულში, როგორც ამას მოწმობენ მატერიალური კულტურისძეგლები (მარნები, ქვევრები, საწნახელები, სასმისები და სხვა), რომლებიცარქეოლოგიური გათხრების დროს იქნა აღმოჩენილი, ადასტურებენ, რომ მევენახეობა-მეღვინეობა მესხეთში ფართოდ ყოფილა განვითარებული, ეს მხარე დიდი ხნისგანმავლობაში (2.5 საუკუნე) თურქეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებიდა დააქ იძულებით იყო გავრცელებული მაჰმადიანობა, რომელიც ღვინის მოხმარებასკრძალავდა, რამაც გამოიწვია ვენახების განადგურება, რომლის გაშენებაზეც რუსეთისცარიზმის პერიოდში არავის უზრუნვია.
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობისსამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი ამ მხარეში სისტემატურად აწარმოებს სპეციალურგამოკვლევებს, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ პერსპექტიულია ევროპულიტიპისა და ცქრიალა ღვინოების წარმოება: გორული მწვანეს, ჩინურის, ხიხვისა და სხვაქართული ვაზის ჟიშების ყურძნიდან. საუკეთესო შედეგები გამოავლინა აგრეთვეისეთმა ფრანგულმა ვაზის ჟიშებმა, როგორებიცაა პინო და ალიგოტე.
დასავლეთ საქართველო
დასავლეთ საქართველო
იმერეთი(ქვემო, შუა და ზემო იმერეთი)
იმერეთი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი და უმთავრესი რეგიონია,პროდუქციის როგორც რაოდენობის ისე ხარისხის მხრივ. იგი იყოფა სამ ზონად: ზემო,შუა და ქვემო იმერეთი.
იმერეთის მევენეახეობა-მეღვინეობა ხასიათდება ვაზის აბორიგენული ჟიშებისა დამათგან წარმოებული მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინოების მრავალფეროვნებით.
ზემო იმერეთში უმთავრესად მზადდება ნაზი, ხალისიანი ცქრიალა ტიპისღვინომასალები, აგრეთვე მსუბუქი ევროპული ტიპის თეთრი და წითელი სუფრისღვინოები, ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ძველშავის და სხვაჟიშების ყურძნისაგან.
შუა იმერეთი მევენახეობა-მეღვინეობის ძირითად ზონად ითვლება დასაველეთსაქართველოში.. ადგილობრივი ვაზის: ციცქას, ცოლიკოურის, ალადასტურის, კრახუნას,ძველშავის და სხვა ჟიშების ყურძნისაგან მზადდება წარმოშობის ადგილის დაჟიშობრივი დასახელების, უმაღლესი ხარისხის, ორიგინალური, სუფრის თეთრი,წითელი და ვარდისფერი ღვინოები.
ქვემო იმერეთი მოქცეულია იმერეთის დასავლეთ ნაწილში, მდინარე რიონის აუზში. აქვენახები გაშენებულია 40-420 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მეღვინეობისთვალსაზრისით ეს ზონა ორდინალური ღვინოების ზონაა, სადაც ცალკეული უბნებშიმზადდება ხარისხოვანი ღვინოები ადგილობრივი ვაზის ჟიშებისაგან.
რაჭა-ლეჩხუმი
რაჭა ლეჩხუმი თავისი უნიკალური და ორიგინალური ღვინოებით გამოირჩევადასავლთ საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ზონებისა და მიკროზონებისაგან.
იგი ისტორიულად წარმოადგენს ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და მშრალი ღვინოებისაკვანს. მისი ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც ყოველი მხრიდანშემოფარგლულია კლდოვანი ქედებით, რაც ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს,რომელიც განსაზღვრავს აქაური ღვინოებისათვის დამახასიათებელ ორიგინალურთვისებებს. ჰავა ზომიერად ტენიანია. ნიადაგებიდან აქ გვხვდება ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები, რომლებიც უმეტესად განვითარებულია კირქვებზე,მერგელებსა და კარბონატულ ქვიშაქვებზე.
ლეჩხუმში, ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში ადგილობრივი ვაზის ჟიშის უსახელოურისყურძნისაგან მზადდება უნიკალური, სასიამოვნო საგემოვნო თვისებების მქონე, ჟიშურიდასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო `უსახელოური~, ხოლო ორბელისმიკროზონაში ორბელური ოჟალეშის ჟიშისაგან მიიღება წარმოშობის ადგილისდასახელების ბუნებრივად ტკბილი წითელი ღვინო `ორბელური ოჟალეში~.
შავი ზღვის სანაპირო ზოლი- ტენიანი სუბტროპიკული ზონა
გურია, აჭარა, სამეგრელო და აფხაზეთი
აჭარის, აფხაზეთის, გურიის, სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობა მოქცეულია შავიზღვის ახლო სანაპირო ზოლში, სადაც ვენახები (აფხაზეთი) გაშენებულია 2-4 მეტრისიმაღლეზე ზღვის დონიდან და ვრცელდება 500 მეტრ სიმაღლემდე (ზემო აჭარა).
ჰავა სუბტროპიკული, ტენიანია, ზოგიერთ ადგილებში ჭარბტენიანიც და ამიტომ ვაზიხასიათდება ხანგრძლივი სავეგეტაციო პერიოდით (ნოემბრის ბოლომდე).
ზღვისპირეთში გავრცელებულია ნეშომპალა კარბონატული, ყომრალი, ყვითელმიწა,წითელმიწა და ეწერი ნიადაგები.
გურიაში (ბახვი-ასკანის, ფარცხმან-საჭამიასის), აჭარაში (ქედა), აფხაზეთში (გუდაუთა)მიკროზონებში, გურიის აბორიგენული ვაზის ჟიშის ჩხავერისაგან მიიღებაგანუმეორებელი, საგემოვნო თვისებების ჟიშური დასახელების ცქრიალა ღვინო`ჩხავერი.
სამეგრელოში, სალხინო-თარგამოულის და ბანძის მიკროზონებში აბორიგენულიწითელყურძნიანი ვაზის ჟიში ოჟალეშისაგან მზადდება ბუნებრივად ტკბილი დამშრალი, ჟიშური დასახელების უნიკალური ღვინო `ოჟალეში~.
ცნობილია, რომ სამეგრელოს მთავრის სიძეს, ფრანგ მიურატს სოფელ სალხინოშიდამზადებული ღვინო `ოჟალეში გაუგზავნია პარიზში საერთაშორისო დეგუსტაცია-კონკურსზე, სადაც იგი უმაღლესი ჟილდოთი `გრან-პრი-თი დაუჟილდოებიათ.
აფხაზეთში, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს კუთხეში ვაზის:ცოლიკოურის, ჩხავერის, ოჟალეშის, კაჭიჭის, იზაბელას და სხვა ჟიშებიდანმზადდებოდა წარმოშობის ადგილის დასახელების ორიგინალური ღვინოები:
`აფსნი,
`ლიხნი,
`აჩანდარა,
`ანაკოპია და სხვა ღვინოები, რომლებიც დიდი პოპულარობითსარგებლობდნენ მომხმარებელთა შორის.
No comments:
Post a Comment